როგორც ფაბრიციო რომანომ დაწერა, რაფა ლეაო მილანის მომდევნო შეხვედრაში კვლავ სათადარიგოთა სკამზე იჯდება, რაც ბოლო 4 შეხვედრიდან უკვე მესამედ მოხდება.
იტალიელი ჟურნალისტის მტკიცებით, ლეაოს ამის გამო მთავარ მწვრთნელ ფონსეკასთან ურთიერთობა უკიდურესად დაძაბული აქვს.
სხვათა შორის, ამ ამბის გამო ზოგიერთმა წყარომ ისიც დაწერა, რომ ლეაოს ერთი თვალი მილანის დატოვებაზე აქვს დადგუმული.
ბოლო ინფორმაციით, მისი ტრანსფერით ბარსელონა და პარი სენ-ჟერმენი არიან დაინტერესებულები.