Diario AS-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" მთავარი მწრთვნელი, კარლო ანჩელოტი "მილანის" ახალგაზრდა შემტევით, რაფა ლეაოთი ძალიან მოხიბლულია. წყაროს ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტი შეტევის გაძლიერების ერთ-ერთ მთავარ ვარიანტად სწორედ ლეაოს განიხილავს. აღნიშნული ცნობა გასაკვირია იმ მხრივ, რომ პორტუგალიელი იმ პოზიციაზე თამაშობს, სადაც ვინისიუსი.
23 წლის შემტევი "როსონერის" რიგებში 2019 წლიდან ირიცხება. მის ანგარიშზე შავ-წითელი მაისურით 135 შეხვედრაში 34 გოლია. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს ბოლო პერიოდში სათამაშო ხარისხის თვალსაზრისით მომატებული აქვს. სწორედ ამის დასტურია მისი მსურველი გუნდების სია.