"ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაა და მათი პირველი ფანი ვარ" - ვახტანგ სალიას ინტერვიუ » სპორტის ხაზი

"ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაა და მათი პირველი ფანი ვარ" - ვახტანგ სალიას ინტერვიუ

"ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაა და მათი პირველი ფანი ვარ" - ვახტანგ სალიას ინტერვიუ
2-11-2024, 16:55
Aa Aa
გაზიარება:

ვახტანგ სალია "ნიუკასლის" ფეხბურთელი ოფიციალურად სულ რამდენიმე დღის წინ გახდა. 17 წლის ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და ახალ გუნდს 2025 წლის ზაფხულიდან შეუერთება. იქამდე კი ახალგაზრდა ფორვარდი იჯარის წესით "დინამო თბილისში" დარჩება.

სალიასთან ინტერვიუ "ლაგაზეტა ჯორჯიამ" ჩაწერა, სადაც ახალგაზრდა მოთამაშემ სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

"დიდი მოტივაციაა და დიდი პასუხისმგებლობა, თავიდან ვერც მივხვდი რა ხდებოდა, დაუჯერებელი იყო ჩემთვის, მაგრამ ნელნელა ვხვდები."

"თავიდან ოჯახმა იცოდა, მიმალავდნენ და ერთ დღეს მივედი ვარჯიშიდან სახლში, მამაჩემი მეუბნებოდა, თავიდან არ დავიჯერე, მაგრამ შემდეგ ჩემმა აგენტმა დამირეკა და მითხრა"

"ბევრი სხვადასხვა მწვრთნელი მყავდა და ყველასგან სხვადასხვა რამეს ვსწავლობდი, ერთი ვარჯიშით ბევრს ვერ მიაღწევ, დამატებითი ვარჯიში ყოველთვის საჭიროა"

"ჩემთვის მისაბაძი კრიშტიანუ რონალდუა, გოლს რომ ვერ იტანს ძალიან გაბრაზებულია, მეც ეგრე ვარ ხოლმე"

"ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ვივარჯიშო, ყველაზე დიდ სიამოვნებას გოლის გატანა მანიჭებს, ყოველთვის ვცდილობ სანამ თამაში იქნება, ვარჯიშებზე მაქსიმუმი გავაკეთო და ზედმეტადაც ვივარჯიშო"

"თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე ორჯერ ვვარჯიშობ და კარში ვურტყავ"

"ინგლისში განსაკუთრებულად "ლივერპულთან" შეხვედრას ველოდები"

"ნიუკასლში მსურს რაც შეიძლება მალე გავიარო ადაპტაცია და მალე მოვერგო გუნდს"

"დიდი იმედების დამყარება ჩემზე, დიდი მოტივაციაა"

"თუ თამაშის წინა დღეა, რა თქმა უნდა, ოთახში Fortnite-სა ან FIFA-ს ვთამაშობ, თუ თამაშის მეორე დღეა, მეგობრებთან ერთად, ჩვეულებრივად, გავდივარ, არ აქვს მნიშვნელობა"

"ნიუკასლში ყველაზე ქართულს, მუსიკას წავიღებ. ქართულებს მარტო გუნდელებთან ერთად ვუსმენ, მეოთხე დასს და ასევე ზაზა ნოზაძეს"

"5 წლის შემდეგ, დიდი იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი გოლი მექნება შეგდებული. ესე წინასწარ არ მიყვარს ლაპარაკი, რაც შეიძლება მეტი გოლი"

"დიდი იმედი მაქვს, რომ "დინამოსთან" ერთად ტიტულს ავწევ და თასის ჩემპიონები გავხდებით, იმიტომ რომ ძალიან გვჭირდება ამ შემთხვევაში, ჩვენ, თასი"

"ჩემი ოცნებაა, რომ საქართველოს ნაკრებში ვითამაშო და ნაკრების მაისური მოვირგო, მეორე ოცნებაა რომ მათთან ერთად გავიდე მსოფლიო ჩემპიონატზე და ქართული ისტორია დავწეროთ თავიდან"

"ევროპის ჩემპიონატზე არ ვყოფილვარ, მეგობრებთან ერთად ვუყურებდი, ზუსტად მახსოვს და არანაკლებად მიხაროდა ვინც იქ თამაშობდა, იმიტომ რომ ჩემი ოცნებაა იქ ვითამაშო და პირველი ფანი ვარ მათი, რადგან ჩემი ოცნებაა, რომ მათ გვერდზე ვითამაშო"


- თქვა სალიამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი