დღეს, ქართველმა მსაჯმა, გიორგი ყრუაშვილმა, ისტორიაში პირველად განსაჯა ჩემპიონთა ლიგის მატჩი, გრაცის "შტურმსა" და ლისაბონის "სპორტინგს" შორის, რომელიც პორტუგალიელთა სასარგებლოდ, 0:2 დასრულდა.
მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი, რომელსაც ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია ეხმარებოდნენ, ხოლო მეოთხე მსაჯი გიორგი ავაზაშვილი იყო.
შეხვედრაში საინტერესო მომენტი 67-ე წუთზე წარმოიშვა, როდესაც ყრუაშვილმა ვიდეორეფერისთან პენალტის მომენტი გადაამოწმა და გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.