ისტორიაში პირველად - ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მატჩს ქართველი მსაჯები განსჯიან » სპორტის ხაზი

ისტორიაში პირველად - ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მატჩს ქართველი მსაჯები განსჯიან

ისტორიაში პირველად - ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მატჩს ქართველი მსაჯები განსჯიან
20-10-2024, 14:11
Aa Aa
გაზიარება:

ისტორიაში პირველად, ქართველი მსაჯები უეფას ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მატჩს მოემსახურებიან.

უეფას გადაწყვეტილებით, გრაცის შტურმის და ლისაბონის სპორტინგის შეხვედრას გიორგი ყრუაშვილი განსჯის. ქართველი არბიტრის ასისტენტები ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია, ხოლო მეოთხე მსაჯი გიორგი ავაზაშვილი იქნება. VAR-ის ოთახში იმუშავებენ ალესანდრო დი პაოლო და ლუკა პაირეტო იტალიიდან.

ქართველ მსაჯებს აქამდე მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უმუშავიათ, ჯგუფურ ეტაპზე კი, რომელიც მიმდინარე სეზონიდან ლიგის ფაზით შეიცვალა, ქართველები პირველად იმსაჯებენ.

შტურმის და სპორტინგის შეხვედრა 22 ოქტომბერს, ვიორთერზე შტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

წყარო: nakrebi.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი