UEFA-ს გადაწყვეტილებით კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩს ჩეხური „სლოვაცკოსა“ და გერმანულს „კიოლნის“ შორის ქართული სამსაჯო ბრიგადა გაუძღვება.
მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯად დავით ხარიტონაშვილი იმუშავებს.
გეტყვით იმასაც, რომ „სლოვაცკოს“ და „კიოლნის“ დაპირისპირება 27 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.