13 ოქტომბერს, ერთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში ინგლისის ნაკრები გასვლაზე ფინეთს დაუპირისპირდება.
აღნიშნულ შეხვედრას ქართველი არბიტრები იმსაჯებენ - ინფორმაციას ამის თაობაზე 90 წუთი ავრცელებს.
მატჩს გიორგი ყრუაშვილი გაუძღვება, რომელსაც ასისტენტობას ლევან ვარამაშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ, მეოთხე მსაჯად კი გიორგი ავაზაშვილი იმუშავებს.