ოფიციალურად - ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი შესთავაზეს » სპორტის ხაზი

ოფიციალურად - ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი შესთავაზეს

ოფიციალურად - ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი შესთავაზეს
დღეს, 11:52
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ ამ წუთებში დაადასტურა, რომ ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელიასთვის ახალი კონტრაქტი ოფიციალურად მოამზადა.

როგორც ინსაიდერი ამბობს, ახალი ხელშეკრულებით ქართველი ფეხბურთელი წლიურად 5-6 მილიონ ევროს აიღებს, ამავე საკითხზე სასაუბროდ კი მხარეები მაგიდას უახლოეს კვირებში მიუსხდებიან.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვას სულ სხვა მოთხოვნები ჰქონდა. ქართველს სურს, რომ წლიურად თითქმის ორჯერ მეტი, 8-9 მილიონი ევრო აიღოს და წესით, ხვიჩას სპორტულმა აგენტმა ეს საკითხი დე ლაურენტისს ხელმეორედ უნდა წარუდგინოს.

სხვათა შორის, ნაპოლის პრეზიდენტმა კვარაცხელიას შესაძლო გაშვებასთან დაკავშირებით ნათლად თქვა, რომ ქართველის ჩანაცვლებას მომავალში ჩვეულებრივ მოახერხებენ, რადგან ნაპოლის ძლიერი მოთამაშეების დანაკლისი აქამდეც აღუდგენია.

შესაბამისად, რამდენად გაითვალისწინებს დე ლაურენტისი კვარაცხელიას გარემოცვის მოთხოვნებს ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით, ამას გარშემო დიდი კითხვის ნიშანი აკრავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი