"ოსიმენის ახალმა კონტრაქტმა ხვიჩაზეც იმოქმედა" - რა გავლენა იქონია ვიქტორმა ქართველზე » სპორტის ხაზი

"ოსიმენის ახალმა კონტრაქტმა ხვიჩაზეც იმოქმედა" - რა გავლენა იქონია ვიქტორმა ქართველზე

"ოსიმენის ახალმა კონტრაქტმა ხვიჩაზეც იმოქმედა" - რა გავლენა იქონია ვიქტორმა ქართველზე
28-12-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, ნაპოლის ნიგერიელმა სტრაიკერმა, ვიქტორ ოსიმენმა კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა, მისი ამჟამინდელი გამოსასყიდი თანხა კი 110 მილიონი ევრო გახდა.

იქედან გამომდინარე, რომ ოსიმენთან ერთად ნაპოლის უპირობო ლიდერად ხვიჩა კვარაცხელიაც ითვლება, ცხადია, კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით მოთხოვნები მისი გარემოცვის მხრიდანაც გაზრდილია. ამის შესახებ Il Mattino წერს, რომლის მტკიცებითაც ქართული მხარე ოსიმენის სიახლის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურებულია:

"მაშინ როცა აურელიო დე ლაურენტისი იანვრის თვეში რამდენიმე ტრანსფერის განხორციელებაზე ფიქრობს, ამასობაში მისი გუნდის ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვა კიდევ უფრო მონდომებულია, რათა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს და შესაბამისი ანაზღაურებაც მიიღოს. როგორც ჩანს, ოსიმენი არ კმარა და ნაპოლიში კიდევ ერთი დიდი ხელშეკრულება მზადდება", - წერს იტალიური გამოცემა

აქვე გეტყვით იმასაც, რომ კვარა ნაპოლიში ახლა წლიურად 1.2 მილიონ ევროს იღებს, მისი გარემოცვის მიზანი კი სწორედ ისაა, რომ ფეხბურთელმა მინიმუმ 2-ჯერ მეტი ხელფასი აიღოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი