მაქსიმალური შეთავაზება ლაურენტისისგან - ან ამას დათანხმდება ან კლუბიდან წავა » სპორტის ხაზი

მაქსიმალური შეთავაზება ლაურენტისისგან - ან ამას დათანხმდება ან კლუბიდან წავა

მაქსიმალური შეთავაზება ლაურენტისისგან - ან ამას დათანხმდება ან კლუბიდან წავა
21-10-2024, 20:18
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ნაპოლის" ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას კლუბთან გასანახლებელი კონტრაქტის ამბავი დიდი ხანია განხილვის საგანია ქართულ და იტალიურ საფეხბურთო სივრცეში.

ქართველი შემტევის მხარე სეზონში 8 მილიონ ევროს ითხოვს 2029 წლამდე კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ, ხოლო "ნაპოლიმ" მას ჯერ კიდევ ზაფხულში სეზონში 5 მილიონი ევრო შესთავაზა, რაც ბონუსებით 6 მილიონსაც გაუტოლდება.

იტალიური მედიის ინფორმაციით, კლუბი შეთავაზების გაზრდას არ აპირებს და ბონუსებით 6 მილიონი ევრო, ეს მაქსიმალური შეთავაზებაა, რომელზეც ქართველის დაუთანხმებლობის შემთხვევაში კონტრაქტის განახლება არ მოხდება.

ცნობისთვის, ამჟამად კვარაცხელიას კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე მოქმედებს და ნეაპოლური გუნდის პრეზიდენტ დე ლაურენტისს ნათქვამი აქვს, რომ თუ კლუბი "კვარასთან" ხელშეკრულების გახანგრძლივების თემაზე ვერ მორიგდება, ის მას გაასხვისებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი