ბევრად დიდი ციფრები - ცნობილია, რამდენი იქნება ხვიჩას ანაზრაურება პსჟ-ში გადასვლის შემთხვევაში » სპორტის ხაზი

ბევრად დიდი ციფრები - ცნობილია, რამდენი იქნება ხვიჩას ანაზრაურება პსჟ-ში გადასვლის შემთხვევაში

ბევრად დიდი ციფრები - ცნობილია, რამდენი იქნება ხვიჩას ანაზრაურება პსჟ-ში გადასვლის შემთხვევაში
2-06-2024, 14:49
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებას ფრანგული პსჟ აქტიურად ცდილობს. პირველი, 110-მილიონიანი შეთავაზების შემდეგ, გუნდი მეორე შეთავაზებას ამზადებს და ამჯერად ნეაპოლელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 120 მილიონს შესთავაზებს.

ჟურნალისტი ნიკოლო სკირა კი იმ დეტალებზე წერს, რომელსაც პარიზელები ფეხბურთელს საფრანგეთში გადასვლის შემთხვევაში სთავაზობენ.

ფრანგული გუნდი მზადაა, ქართველს 2029 წლამდე გაუფორმოს კონტრაქტი და სეზონში 7 მილიონი ევრო გადაუხადოს, თანაც ამას ბონუსებიც დაემატება.

ინფორმაციისთვის, ქართველის ამჟამინდელი ხელფასი ნაპოლიში 1,5 მილიონი ევროა. აღსანიშნავია ისიც, რომ იტალიური კლუბი ხვიჩას კონტრაქტის ასევე 2029 წლამდე გაგრძელებას სთავაზობს, თუმცა გასამრჯელოს მხრივ საუბარია 4 მილიონ ევროზე, რასაც 1 მილიონი ბონუსებით დაემატება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი