'ნაპოლი' ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებულია, ამიტომ გუნდს მიუხედავად ევროპული გრანდების ინტერესისა 21 წლის გაშვება არ სურს.
უფრო მეტიც, ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად პარტენოპეის მალე ხვიჩას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს და ფეხბურთელს ხელფასსაც გაუორმაგებს.
როგორც calciomercato ციტირებს, 'კვარას' აგენტი, მამუკა ჯუღელი რამდენიმე დღეში ნეაპოლში ჩაფრინდება, სადაც კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყება.