საქართველოს ეროვნული ლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში თბილისის "დინამომ" საშინაო არენაზე "თელავს" უმასპინძლა და 5:1 სძლია.
დედაქალაქელთა მხრიდან გოლების ავტორები, ხვადაგიანი, სალია (დუბლი), ვაწაძე და გორდეზიანი გახდნენ, ხოლო კახელთა მხრიდან ერთი გოლის გაქვითვა სერბმა ლეგიონერმა ჯორჯიევიჩმა შეძლო.
"დინამო" 38 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს, ხოლო თელაველები 24 ქულით ბოლო ადგილზე არიან.