მათე ვაწაძე დინამო თბილისის ფეხბურთელია - თავდამსხმელმა დედაქალაქურ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა, ინფორმაციას ამის თაობაზე დინამოს პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, 35 წლის ფორვარდი ბოლოს გაგრას ღირსებას იცავდა და 18 ტურში 5 გოლის გატანაც მოახერხა.
რაც შეეხება ვაწაძის და დინამო თბილისის ურთიერთობას, ფეხბურთელი აქამდე ამ კლუბის ღირსებას ორჯერ იცავდა, პირველად 2005-11 წლებში, როცა აკადემიიდან მთავარ გუნდში დააწინაურეს და მოგვიანებით 2018-19 წლებში.