"სიტის" ესპანელ თავკაცს, პეპ გვარდიოლას, ჰკითხეს დარჩება თუ არა კლუბში კიდევ მომავალი წლების განმავლობაში.
"ამ ეტაპზე ჩემს მომავალზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია.
როცა გადავწყვეტ, კლუბსა და პრესას შევატყობინებ. ამას ვერაფერს დავამატებ. ახლა მხოლოდ მომდევნო შეხვედრაზე ვარ ორიენტირებული.
კლუბის მხრიდან წნეხი არასდროს მქონია გადაწყვეტილებას მიღებაზე, არასდროს. დარწმუნებული ვარ, მათ ვარიანტები ექნებათ, ერთ დღეს თუ წავალ."
- ამბობს გამოცდილი სპეციალისტი.
ცნობისთვის, პეპს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს.