მანჩესტერ სიტის ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ სანაკრებო პაუზა ნაყოფიერად გამოიყენა და თავისუფალი დღეები იტალიაში გაატარა.
იტალიაში პეპი ყოფილ თანაგუნდელებს, რობერტო ბაჯოსა და ლუკა ტონის შეხვდა - სოციალურ ქსელში მათი შეხვედრის კადრები ლუკა ტონიმ გამოაქვეყნა და პეპს გაეხუმრა.
"ცრუ ცხრიანი პეპ... შენ ამით ფეხბურთი გაანადგურე, რის გამოც 4 წელია გუნდი ვერ ვიპოვე."
ცნობისთვის, ლუკა ტონი და პეპ გვარდიოლა ერთად ბრეშაში თამაშობდნენ.