მანჩესტერ სიტისა და პეპ გვარდიოლას შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2025 წლის ზაფხულში გასდის და არ არის გამორიცხული, მხარეებმა კონტრაქტი ახალ წლამდე გაახანგრძლივონ.
უცხოური გავლენიანი გამოცემების მტკიცებით, ესპანელი მწვრთნელი ინგლისურ კლუბთან კიდევ 1-წლით კონტრაქტის გახანგრძლივებას განიხილავს, თუმცა უფრო დიდი ხნით დარჩენა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან პეპს კარიერაში ახალი გამოწვევები სურს.
შეგახსენებთ, ის ქალაქელებს 2016 წლიდან წვრთნის და მა პერიოდის განმავლობაში კლუბს 6 პრემიერ ლიგა და 1 ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.