ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი წარმატებული მატჩი ჰქონდა ჰანსი ფლიკის ბარსელონას, რომელმაც ალავესს გასვლაზე 3:0 მოუგო.
ბარსელონას მხრიდან სამივე გოლი პოლონელმა ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა, რომელიც ლა ლიგის უმთავრესი ბომბარდირის სტატუსს მყარად ინარჩუნებს.
ჩატარებულ ცხრა შეხვედრაში ლევანდოვსკიმ მეტოქეთა კარის აღება 10-ჯერ შეძლო, მეორეზე მყოფ აიოზე პერესს კი რობერტი 4 გოლით უსწრებს.