გუშინდელ შეხვედრაში ჰანსი ფლიკის ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გამარჯვება შვეიცარიული იანგ ბოიზის წინააღმდეგ მოიპოვა.
კატალონიელებმა მეტოქეს 5 უპასუხო ბურთი გაუტანეს, საიდანაც ორის გატანა რობერტ ლევანდოვსკიმ მოახერხა, რომელმაც ლიგაზე კრიშტიანუს შედეგი გაიმეორა.
პოლონელი ფორვარდი გახდა მეორე ფეხბურთელი ლიგის ისტორიაში, ვინც ორზე მეტ გუნდში შეძლო 10 გოლის გატანა.
ბარსელონამდე რობერტ ლევანდოვსკიმ 10 და მეტი ბურთის გატანა ორ გერმანულ კლუბში, დორტმუნდსა და ბაიერნში შეძლო.