იტალიის სერია ა-ს მე-7 ტურის შეხვედრაში "ფიორენტინამ" შინ "მილანი" მიიღო და 2:1 დაამარცხა.
მატჩის გმირი "ფიორეს" კარის დარაჯი დავიდ დე ხეა გახდა, რომელმაც მაგარი შეხვედრა ჩაატარა და პლიუს ორი მოგერიებული თერთმეტმეტრიანი დარტყმაც ჩაიწერა აქტივში, რაც ერთ მატჩში ძალიან იშვიათობაა.
"მილანს" შვიდ ტურში 11 ქულა აქვს და მეექვსე ადგილს იკავებს, ხოლო "ფიორენტინას" 10 ქულა დაუგროვდა და მეთერთმეტე ადგილზეა.