უეფას ევროპა ლიგის მე-2 ტურში "ლიონი" გლაზგოში "რეინჯერსს" ეწვია და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა, 4:1.
შეხვედრაში დუბლი შეასრულა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის მთავარმა კონკურენტმა, ალექსანდრ ლაკაზეტიმ.
მიქაუტაძე მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგოთ შორის იყო და სათამაშო დრო არ მისცემია.
ევროპა ლიგაზე ჩატარებული 2 მატჩიდან "ლიონს" 100%-იანი შედეგი აქვს.