მომენტები ვერ გამოიყენა - რა შეფასება დაუწერეს მიქაუტაძეს მარსელთან » სპორტის ხაზი

მომენტები ვერ გამოიყენა - რა შეფასება დაუწერეს მიქაუტაძეს მარსელთან

მომენტები ვერ გამოიყენა - რა შეფასება დაუწერეს მიქაუტაძეს მარსელთან
დღეს, 00:43
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მიქაუტაძის ლიონმა საფრანგეთის ჩემპიონატში მარსელს უმასპინძლა, რომელმაც ქართველის გუნდს დაძაბულ ბრძოლაში 2:3 მოუგო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მინდორზე 67-ე წუთიდან გამოჩნდა.

გიორგის გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა, არა 100%-იანი, თუმცა ბურთის კარში მოთავსება მაინც შეიძლებოდა, რაც მიქაუტაძეს არ გამოუვიდა.

საბოლოო ჯამში საქართველოს ნაკრების ფორვარდის თამაში 5.1 სარეიტინგო ქულით შეაფასეს, ამაზე დაბალი შეფასება კი სხვა არავისთვის დაუწერიათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი