21 სექტემბერს ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ტურინის იუვენტუსს ესტუმრება, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენები კარგი თამაშის შემდეგ ქულების აღებას შიდა ჩემპიონატშიც შეეცდება.
მასპინძელი კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯოვანი კობოლი ჯილიმ კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გააკეთა.
ვის წავიყვანდი ნაპოლიდან იუვენტუსში? პირველ რიგში, ჩემზე რომ იყოს, ცხადია, ეს ხვიჩა კვარაცხელია იქნებოდა, რომლის სათამაშო სტილი და უნარები ძალიან მომწონს.
გარდა ამისა, კარგი იქნებოდა ლუკაკუს ტრანსფერიც. ამ ორ ფეხბურთელს განსხვავების შექმნა შეუძლია, იუვენტუსის მცველებმა კი მათ შესაჩერებლად იდეალურად უნდა ითამაშონ.
- თქვა ჯოვანი კობოლი ჯილიმ.
ცნობისთვის, იუვესა და ნაპოლის ხვალინდელი დაპირისპირება 20:00 საათზე შედგება.