19 სექტემბრის შეხვედრაში ლონდონის არსენალმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველი შეხვედრა ბერგამოში გამართა და ადგილობრივ ატალანტასთან 0:0 ითამაშა.
როგორც შემდეგში დაიწერა, აღნიშნულ დაპირისპირებაში ლონდონელთა გამოცდილმა ვინგერმა, რაჰიმ სტერლინგმა უნიკალური რეკორდი დაამყარა.
29 წლის სტერლინგი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი სხვადასხვა ინგლისური კლუბი წარმოადგინა, რაც აქამდე არავის გაუკეთებია.
სხვადასხვა დროს სტერლინგმა ლიგაზე ჩელსისთან, სიტისთან და ლივერპულთან ერთად ითამაშა, ახლა კი რაჰიმმა არსენალის მაისურიც მოირგო.