როგორც ქართული საფეხბურთო გვერდი "90 წუთი/90 min." წერს, 20 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ჯანაშია ესპანეთის ლა ლიგის "ლეგანესში" გააგრძელებს კარიერას.
"90 წუთის ინფორმაციით, 20 წლის ცენტრალური მცველი, ლუკა ჯანაშია ესპანეთის ლა ლიგის ლეგანესში ითამაშებს
ლუკა ლეგანესში აგვისტოს მეორე ნახევარში, 2-კვირიან სინჯებზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც ლეგანესის მწვრთნელების მოწონება დაიმსახურა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას, ესპანურ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ლუკა ლეგანეს B-ს შეუერთდება, თუმცა ზაფხულში, წინასასეზონო მზადებას მთავარ გუნდთან ერთად გაივლის და თავის გამოჩენის შემთხვევაში, დაწინაურების შესაძლებლობა ექნება."
- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.