28 წლის ქართველი მცველი, გურამ გიორბელიძე. კარიერას თურქეთის მეორე ლიგის ბინადარ "ერზურუმსპორში" გააგრძელებს, აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს ქართული საფეხბურთო გვერდი Geo Team.
გიორბელიძემ "ერზურუმსპორთან" 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და თურქულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
გურამის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს, შვედეთთან გასვლით საკვალიფიკაციო მატჩში, შედგა და მას შემდეგ ნაკრების მაისურიც 11-ჯერ მოირგო.
ფეხბურთელი ბოლოს სერბული "ვოივოდინას" ღირსებას იცავდა, მანამდე კი "ზაგლებიეში", ბათუმის "დინამოში", "ვოლფსბერგში", დრეზდენის "დინამოსა" და ბოლნისის "სიონში" აქვს ნათამაშები.