თბილისის "დინამოს" ესპანელი მთავარი მწვრთნელი ანდრეს კარასკო საქართველო - ესპანეთის მატჩზე თავის აზრს აფიქსირებს და ესპანელებს აფრთხილებს, რომ დაპირისპირებისთვის კარგად მოემზადონ:
"ესპანელებს რთული მატჩი ელოდებათ. სანიოლმა საქართველოს ნაკრები გააძლიერა და წინ წაიყვანა, ქართველებს ჰყავთ სწრაფი მოთამაშეები, შეუძლიათ განახორციელონ კარგი კომბინაციები და ძალიან სახიფათონი არიან კონტრშეტევებზე."
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება 8 სექტემბერს, 20:00 საათზე, დინამო არენაზე დაიწყება.