დღეს იტალიური ნაპოლი ქართველი გულშემატკივრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გუნდი გახდა და რა საკვირველია, ამაში მთავარი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვნის, რომელიც ნეაპოლიტანური კლუბის ღირსებას იცავს.
თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ნაპოლი და ქართული ფეხბურთი ერთმანეთს ხვიჩამდეც გადაეკვეთა - იტალიელებს წლების წინ თბილისის დინამოსთან საინტერესო დაპირისპირებები ჰქონდათ.
დინამო თბილისის და ნაპოლის ბოლო შეხვედრა 22 წლის წინ, ნეაპოლში, ახლანდელ სტადიო მარადონაზე გაიმართა. პირველი მატჩი თბილისში დინამომ 2:1 მოიგო, გასვლაზე კი 0:1 დამარცხდა.
იხილეთ ვიდეო: