ფაბიო კაპელო: "პარმასთან ხვიჩამ ერთი რამ გააკეთა, რითაც დანარჩენებს მაგალითი მისცა" » სპორტის ხაზი

ფაბიო კაპელო: "პარმასთან ხვიჩამ ერთი რამ გააკეთა, რითაც დანარჩენებს მაგალითი მისცა"

ფაბიო კაპელო: "პარმასთან ხვიჩამ ერთი რამ გააკეთა, რითაც დანარჩენებს მაგალითი მისცა"
2-09-2024, 19:20
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის მესამე ტურში ანტონიო კონტეს ნაპოლიმ პარმას უმასპინძლა და მეტოქე დრამატულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრას ლეგენდარული მწვრთნელი, ფაბიო კაპელო გამოეხმაურა, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით დადებითი კომენტარი გააკეთა.

ხვიჩა მთელი თამაშის განმავლობაში წინ და უკან დარბოდა, რის ხარჯზეც სხვები მაგალითს იღებენ. როდესაც შენი ლიდერი ამდენს შრომობს, ეს სულისკვეთება შენც გადმოგეცემა. მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები თავიანთ ხასიათს მკაფიოდ ავლენენ. თუ მე გუნდის საუკეთესო მოთამაშე ვარ და ამდენს დავბრივარ, მაშინ სხვებსაც ვაძლევ ანალოგიურის კეთების მაგალითს.

- თქვა კაპელომ კვარაცხელიაზე.

ცნობისთვის, ხვიჩა უკვე საქართველოშია და ეროვნულ გუნდთან ერთად სანაკრებო მზადებას გადის. ეროვნული გუნდი შემოდგომის პირველ შეხვედრას 7 სექტემბერს გამართავს, მეტოქე კი ჩეხეთი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი