სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა იტალიის ჩემპიონატის მე-2 ტურის შეხვედრა, რომელშიც პარმა მილანს მასპინძლობდა.
მილანის ქომაგებისთვის ეს შეხვედრაც არასასურველი აღმოჩნდა. პარმამ მილანს 2:1 მოუგო, ფონსეკას გუნდს კი ორ ტურში მხოლოდ 1 ქულა დარჩა.
მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დაწყებამდე მილანი სკუდეტოსთვის მებრძოლ გუნდად მოინათლა, ფაქტია, რომ როსონერი ჯერჯერობით თავის თავს არ ჰგავს.
პაულო ფონსეკას ბიჭები რიგით მე-3 შეხვედრას ლაციოს წინააღმდეგ გასვლით შეხვედრაში ჩაატარებენ.