დღეს საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის 1/8 ფინალურ მატჩს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩის წინ, სავარჯიშო სესიაში ყველა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა და თითოეული ფეხბურთელი ამ მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის მზად არის.
თუმცა, აღნიშნულ შეხვედრას ყვითელი ბარათის სიმრავლის გამო ანზორ მექვაბიშვილი გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.