როგორც რუმინული iamsport.ro წერს, ანზორ მექვაბიშვილი კარიერას ამავე ქვეყნის კლუბში, კერძოდ კრაიოვაში გააგრძელებს.
"კრაიოვას პრეზიდენტმა დინამო თბილისის ახალგაზრდა ფეხბურთელი, ანზორ მექვაბიშვილი გაიფორმა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობს. ცნობილი გახდა, რომ მექვაბიშვილმა 4.5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი."
"ანზორ მექვაბიშვილის ტრანსფერი კრაიოვას 750 000 ევრო დაუჯდება, დინამო თბილისი კი მომავალი ტრანსფერიდან 20%-ს მიიღებს", - წერს გამოცემა
სხვათა შორის, თვეების წინ მექვაბიშვილს არნემის ვიტესსაც უკავშირებდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, არჩევანი რუმინულ კლუბზე შეჩერდა.