იტალიის სერია ა-ს 28-ე ტურის შეხვედრაში საბა საზონოვის "ტორინო" ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" სტუმრობს. მატჩის პირველი ნახევრის შემდეგ ანგარიში 0:0-ია.
მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ ხვიჩა კვარაცხელია, ხოლო საბა საზონოვი ჯერჯერობით სათადარიგოთა სკამზეა.
საფეხბურთო სტატისტიკების ვებსაიტი Sofascore ქართველი შემტევის პირველ ტაიმში ასპარეზობას 10-დან 6.7 ქულით აფასებს.