მამარდაშვილის პირველი კომენტარი ლივერპულში ტრანსფერის შემდეგ » სპორტის ხაზი

მამარდაშვილის პირველი კომენტარი ლივერპულში ტრანსფერის შემდეგ

მამარდაშვილის პირველი კომენტარი ლივერპულში ტრანსფერის შემდეგ
27-08-2024, 23:38
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე მოგახსენეთ, გიორგი მამარდაშვილი ოფიციალურად ლივერპულის ფეხბურთელია - ქართველი მეკარე ამ სეზონს იჯარის წესით კვლავ ვალენსიაში გაატარებს და მომდევნო წელს, ლივერპულის მთავარ გუნდს შეუერთდება.

ტრანსფერის შემდეგ, ახლაგაზრდა მეკარემ სოციალურ ქსელში პირველი კომენტარიც გააკეთა და ვალენსიას ქომაგებს მიმართა.

"მოგესალმებით!

ვალენსიაზე და ამ კლუბზე საუბარს მადლიერების გამოხატვის გარეშე ვერ დავიწყებ. მინდა მადლობა გითხრათ, სამი წლის განმავლობაში უწყვეტი მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც კლუბში მოსვლის პირველი დღიდან, ყველა ეტაპზე ვგრძნობ.

სიტყვები არ არის საკმარისი, გამოვხატო მადლიერება იმ ყველაფრისთვის რაც ვალენსიამ, ამ დიდმა საფეხბურთო ოჯახმა მომცა. ვალენსიამ შეცვალა ჩემი ცხოვრება და შექმნა ჩემი კარიერა.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დავრჩე კიდევ ერთი წელი ვალენსიაში და დავეხმარო გუნდს თავისი მიზნის მიღწევაში.

ყველამ ვიცით, როგორი რთული წელი გველოდება და როგორი გარდამტეხია ეს პერიოდი თავად კლუბისთვისაც. ამიტომ, როგორც არასდროს ისე უნდა დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ ბოლომდე!
", - წერს მამარდაშვილი სოციალურ ქსელში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი