ტატო გრიგალაშვილი პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია - ქართველმა ძიუდოისტმა სამშობლოს ამ ოლიმპიადაზე პირველი, ვერცხლის მედალი მოუპოვა.
ფინალში ახალგაზრდა ძიუდოისტი მოქმედ ჩემპიონ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა.
ახალგაზრდა ძიუდოისტმა, საზოგადოებრივ მაუწყებლობასთან მიცემულ ინტერვიუში პირველი კომენტარიც გააკეთა.
"ნაწყენი ვარ, რადგან ოქროს მედალს ვგეგმავდით და ვიბრძოლე, მაგრამ საოცნებო მიზნამდე ერთი ნაბიჯი დამაკლდა. რთულია, როცა კონკრეტულად იქ ხარ, სადაც შენი მიზანია და ისე რჩები..
ბევრისთვის აქ მოხვედრა უკვე წარმატებაა და მე ფინალი ვიჭიდავე, მაგრამ ამ ყველაფერს "ფერი" აკლია", - განაცხადა ტატომ.
იხილეთ ვიდეო: