ტატო გრიგალაშვილი პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია - ქართველმა ძიუდოისტმა სამშობლოს ამ ოლიმპიადაზე პირველი, ვერცხლის მედალი მოუპოვა.
ფინალში ახალგაზრდა ძიუდოისტი მოქმედ ჩემპიონ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა.
მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ ქართველი ოლიმპიელების პარიზში გამგზავრების წინ გამოაცხადა, რომ ოლიმპიური მედლის მფლობელები სახელმწიფოსგან წამახალისებელ პრიზს მიიღებდნენ.
ტატო გრიგალაშვილი ხელისუფლებისგან ვერცხლის მედლის მოპოვებისთვის 500 000 ლარს მიიღებს საჩუქრად.