ავსტრალიის ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩზე დიდი არეულობა იყო. გულშემატკივრის მხრიდან მოედანზე ნასრული პიროტექნიკა მეკარემ უკან დააბრუნა, რამაც ხალხის გაღიზიანება გამოიწვია და "მელბურნის" კარის დარაჯს თავს დაესხნენ. შეხვედრა მხოლოდ 21 წუთის მანძილზე გაგრძელდა. 24 წლის მეკარემ მოედანი საბედნიეროდ ჯანმრთელმა დატოვა, გასახდელამდე იგი დაცვის ესკორტმა მიაცილა.
"ლივერპულმა" "მილანთან" ამხანაგური მატჩი გამართა და თერთმეტმეტრიანებში დამარცხდა. მერსისაიდელები 4-1 იგებდნენ, მაგრამ მატჩის ბოლო ნახევარ საათში "როსონერიმ" ანგარიში გაათანაბრა და თერთმეტმეტრისნების სერიაში შეხვედრა მოიგო. ინგლისელთა მხრიდან პენალტი დარვინ ნუნიესმა საშინლად შეასრულა.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, კრისტოფერ ნკუნკუ მალე ლონდონის “ჩელსის” შეუერთდება. როგორც ირკვევა, ამ ტრანსფერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი და საბუთი წესრიგშია. ირკვევა, რომ ლონდონური კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ “ლაიფციგს” 60 მილიონ ევროს გადაუხდის.
როგორც მოგეხსენებათ, ხვალ, 18 დეკემბერს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალი გაიმართება. ტიტულისთვის ერთმანეთს საფრანგეთისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. გამარჯვებულთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, რონალდინიომ :
ბოგოტაში გამართულ ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე +109კგ წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 466კგ დააფიქსირა და ოქროს მედალიც მოიპოვა. ქართველი საუკეთესო იყო როგორც ატაცში( 215 ), ისე აკვრაში ( 251).
ძალოსნობია მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ მორიგი ოქრო მოიპოვა, თუმცა ატაცში 220კგ ვერ აწია. საბედნიეროდ ამ მისვლამდე ქართველს ჩემპიონობა განაღდებული ჰქონდა.