'მესამე ადგილის მატჩი ყველაზე ცუდი თამაშია' - მაროკოს მთავარი მწვრთნელი ხორვატიასთან მატჩამდე » სპორტის ხაზი

'მესამე ადგილის მატჩი ყველაზე ცუდი თამაშია' - მაროკოს მთავარი მწვრთნელი ხორვატიასთან მატჩამდე

'მესამე ადგილის მატჩი ყველაზე ცუდი თამაშია' - მაროკოს მთავარი მწვრთნელი ხორვატიასთან მატჩამდე
17-12-2022, 13:04
Aa Aa
გაზიარება:

მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვალიდ რეგრაგიმ ხორვატიასთან მესამე ადგილისთვის მატჩამდე პრესკონფერნეცია გამართა, სადაც ამ დაპირისპირების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა:

"ვშიშობ, რომ ეს იქნება ყველაზე ცუდი მატჩი, რომელშიც ჩვენ ოდესმე ვითამაშებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდოდა, რომ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო. გვინდოდა ნამდვილ ფინალში გასვლა, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს მესამე ადგილისთვის ბრძოლის შანსი და კვარაცხლბეკზე ასვლაც გვსურს. გვინდა, ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ და მაქსიმალურად დადებით შედეგს მივაღწიოთ. მესამე ადგილი ძალიან კარგი იქნება ჩვენი იმიჯისთვის. მაგრამ იცით, რა? რომც გავიმარჯვოთ, ფინალში ვერ გავალთ და მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოვიგებთ.


'მესამე ადგილის მატჩი ყველაზე ცუდი თამაშია' - მაროკოს მთავარი მწვრთნელი ხორვატიასთან მატჩამდე

მაროკო ნახევარფინალში საფრანგეთთან დამარცხდა

თუმცა, დადებითი ემოციები უნდა მივიღოთ. ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ეს იქნება ჩვენი მეშვიდე მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე. აქამდე 20 წელიწადში მუნდიალებზე 6 მატჩი ჩავატარეთ, ახლა კი ზედიზედ ექვსი თამაში ვითამაშეთ. ეს ფასდაუდებელი მიღწევაა, რადგან ჩვენ დიდი გამოცდილება მივიღეთ." – განაცხადა მაროკოს ნაკრების მწვრთნელმა TalkSport-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ხორვატიისა და მაროკოს ნაკრებების მატჩი მესამე ადგილისთვის დღეს, 17 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი