სანამ მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობდა, პრემიერ ლიგის გუნდთა ხელმძღვანელები მომავალ სატრანსფერო პოლიტიკაზე მუშაობდნენ.
“ლივერპული,” როგორც ჩანს, დარვინ ნუნიეზის ასპარეზობით დიდად კმაყოფილი არაა და ცვლილებას გეგმავს. მერსისაიდელების სამიზნე ჯუდ ბელინგემი და ენცო ფერნანდესი არიან. კლუბს სურს, რომ სეზონის დასრულებამდე ყველაფერი მოგვარებული იყოს.
რაც შეეხება “მანჩესტერ სიტის,” მათ გეგმებში ბელინგემის, იოშკო გვარდიოლისა და რაფაელ ლეაოს გუნდში მოყვანა შედის. ამ შემთხვევაშიც ზაფზულამდე ცვლილებს არ უნდა ველოდოთ.
უნდა ვისაუბროთ ლონდონურ კლუბებზეც. “ჩელსის” სამიზნეები დუშან ვლაჰოვიჩი და დენზელ დუმფრისი არიან, ხოლო კონტეს “ტოტენჰემს” მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, სოფიან ამრაბატი და “ინტერის” სტეფან დე ვრეი სურს.