VIDEO: ვალენსიამ ნოტინგემთან მესტალიაზე წააგო | მამარდაშვილმა 90 წუთი ითამაშა » სპორტის ხაზი

VIDEO: ვალენსიამ ნოტინგემთან მესტალიაზე წააგო | მამარდაშვილმა 90 წუთი ითამაშა

VIDEO: ვალენსიამ ნოტინგემთან მესტალიაზე წააგო | მამარდაშვილმა 90 წუთი ითამაშა
17-12-2022, 11:50
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გუნდები მსოფლიოს მასშტაბით ამხანაგურ შეხვედრებს მართავენ, რათა განახლებულ სეზონს კარგ კონდიციებში შეხვდნენ.

სწორედ ასე, თავისი ტესტ-მატჩი მესტალიაზე გამართა გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ, რომელმაც საშინაო კედლებში ნოტინგემს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა - იხილეთ ვიდეო.

აღსანიშნავია, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ვალენსიამ მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა, შესაბამისად, გიორგი მამარდაშვილი თამაშიდან არ მოუხსნიათ. ნოტინგემში კი პირიქით, ინგლისელთა დამრიგებელმა თავის გამოჩენის შესაძლებლობა ბევრ ფეხბურთელს მისცა.

ცნობისთვის, ვალენსია მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 22 დეკემბერს ალკმაარის წინააღმდეგ 15:00 საათზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.