რონალდინიო ფინალის ფავორიტზე საუბრობს » სპორტის ხაზი

რონალდინიო ფინალის ფავორიტზე საუბრობს

რონალდინიო ფინალის ფავორიტზე საუბრობს
17-12-2022, 15:55
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ, 18 დეკემბერს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალი გაიმართება. ტიტულისთვის ერთმანეთს საფრანგეთისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. გამარჯვებულთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, რონალდინიომ :

"რატომ ვქომაგობდი არგენტინას ხორვატიასთან მატჩში, როცა ბრაზილიელთა უმეტესობა ამის წინააღმდეგი იყო? მათ მხარი პელემაც დაუჭირა. მე და პელე უკვე საკმარისი ვართ. როგორ შემიძლია, სპექტაკლის ყურებისას გაყინული სახით ვიჯდე?! რა თქმა უნდა, ჩემს მეგობრებს ვგულშემატკივრობდი. ამაში ხელს ვერავინ შემიშლის. ჩემი ძვირფასი მეგობარი – მესი ფეხბურთელზე მეტია. ვაფასებ ჩვენს ურთიერთობას და ყოველთვის ვცდილობ, მას ჩემი ენერგია გავუზიარო. მინდა, ფინალის შემდეგ მასთან მივიდე და მოგება მივულოცო.

ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ მსოფლიო ჩემპიონატს არგენტინა მოიგებს. მესი საფრანგეთს გაანადგურებს, ანგარიში მათ სასარგებლოდ იქნება. რა მოხდება თუ საფრანგეთი გაიმარჯვებს? არა! მე მათ წინააღმდეგ ვარ."

ხვალინდელი მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი