რამდენიმე წუთის წინ დასრულა ამხანაგური მატჩი 'ბოავიშტასა' და 'ბორდოს' შორის, სადაც ზურიკო დავითაშვილის გუნდმა ანგარიშით 2:0 იმარჯვა.
შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო ქართველმა შემტევმა, რომელმაც 30-ე წუთზე გოლის გატანა მოახერხა. მეორე ტაიმში ფრანგული კლუბი ისევ აქტიური იყო და 63-ე წუთზე ზურიკოს ასისტით ჯოშ მაჟამ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ეს დევიდ გუონის ბიჭებისთვის მეორე ამნაგური დაპირისპირება იყო - 10 დეკემბერს გუნდი 'ბრენფორდს' დაუპირისპირდა და 2:1 იმარჯვა. იმ შეხვედრაშიც 21 წლის ფეხბურთელმა თავი ულამაზესი გოლით გამოიჩინა.
შეგახსენებთ, რომ 'ბორდო' ლიგა 2-ში მეორე ადგილზე იმყოფება და პირველადგილოსან 'ლე ავრს' 4 ქულით ჩამორჩება.
თავად დავითაშვილი გუნდში იჯარით იმყოფება და მის ანგარიშზე ოფიციალურ შეხვედრებში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.