ყინულის ჰოკეიში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და A დივიზიონში კვალიფიცირდა.
ახლახანს გაირკვა იმ მეტოქეების ვინაობა, რომლებთანაც საქართველოს ნაკრებს თამაში A დივიზიონში მოუწევს.
ხორვატია, სერბეთი, ბელგია, ავსტრალია და არაბთა გაერთიანებული საამიროები არიან ის ქვეყნები, რომელთა დამარცხებაც საქართველოს მოუწევს.
რაც შეეხება ტურნირის კალენდარსა და მასპინძელი ქვეყნის ვინაობას, აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი მოგვიანებით გახდება.