ყინულის ჰოკეიში საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფში ტაილანდი დიდი ანგარიშით, 15:1 დაამარცხა.
ჩვენი მხრიდან გოლები დანილ დავიდოვმა (4), არტიომ კოზიულინმა (3), ტიმურ ბეშაროვმა (2), კონსტატინ გავრილენკომ, დანილ მეტლიუკმა, მაკარ ნიკიშანინმა, ალექსანდრ კირეევმა, ივან შვეცოვმა და ბორის კოჩკინმა გაიტანეს, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი არტიომ კოზიულინი დასახელდა.
ჩვენმა გუნდმა ჯგუფში ყველა თამაში მოიგო (ისლანდია 4:0, ახალი ზელანდია 5:0, ბულგარეთი 8:7, ჩინეთის ტაიპეი 3:1) და მომავალი წლიდან მეორე დივიზიონის A ლიგაში იასპარეზებს.
აღნიშნული ტურნირი ახალ ზელანდიაში ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრები სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.