როგორც იცით, ქართველი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე პოლიტიკაში ჩაერთო და ქართულ ოცნებას შეუერთდა.
აი, როგორ ხსნის ტალახაძე ამავე პარტიასთან გაერთიანებას:
გადავწყვიტე, დავუდგე ისეთ გუნდს გვერდით, რომელმაც შეინარჩუნა ქვეყანაში მშვიდობა და დარწმუნებული ვარ, ქართული ოცნება იქნება ის გუნდი, რომელიც ამაყად შეაბიჯებს ევროპაში.
დარწმუნებული ვარ ევროპაში შესვლას ვიმსახურებთ და ჩემი მთავარი მიზარია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა იყოს. გამჭვირვალობის კანონს რაც შეეხება ვთვლი, რომ აუცილებელია და არ უნდა იყოს საზოგადოებაში რამე დამალული.
- უთხრა ქართულ მედიას ლაშა ტალახაძემ.