ხვიჩა კვარაცხელიას მამა, ბადრი კვარაცხელია ყოფილი ფეხბურთელია, ის ქართულ და აზერბაიჯანულ გუნდებში თამაშობდა.
ხვიჩა რომ დაიბადა, მამამ ახალშობილი ორი თვის შემდეგ ნახა, რადგან ბადრი კვარაცხელია იმჟამად აზერბაიჯანში მუშაობდა.
ბადრი კვარაცხელიას სამწვრთნელო კარიერა შეიძლება ითქვას საკმაოდ მრავალფეროვანია. ის სხვადასხვა დროს ლანჩხუთის "გურიას", "რუსთავს", მარტვილის "მერანს", "სამტრედიას" წვრთნიდა.
"მორწმუნე ოჯახი გვყავს, ჯვრებს ვატარებთ, ვმარხულობთ, ეკლესიაში ყოველ კვირას დავდივართ, ხვიჩაც მორწმუნეა... სინამდვილეში მეც ხვიჩა მქვია. დასავლეთ საქართველოში ჩვეულებრივი ამბავია ორი სახელი, პასპორტით ბადრი ვარ, მაგრამ მეგობრებისთვის ხვიჩა. ბავშვი რომ დაიბადა, ჩემმა უფროსმა ვაჟმა, რომელიც მაშინ ხუთი წლის იყო, თქვა, შეიძლება, რომ ჩემ ძმასაც ხვიჩა ერქვასო. ახლა ორი ხვიჩა ვართ ოჯახში", - ამბობდა ბადრი კვარაცხელია რუსულ მედიასთან ინტერვიუში.