ქართველი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე სამშობლოში დაბრუნდა.
საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ძალოსანს, კომპანია "კრისტალბეთმა" ახალი ავტომობილი აჩუქა.
კერძოდ, ტალახაძეს Jeep Wrangler 2023 Rubicon გადაეცა, რომლის ღირებულებაც 57 ათასი ამერიკული დოლარიდან იწყება და განსხვავდება კომპლექტაციის მიხედვით.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მანქანის ნომერი "GOAT" იქნება, რაც ყველა დროის საუკეთესოდ ითარგმნება.