მშვიდი, გაწონასწორებული ნერვების მქონე, ყველა დროის ყველაზე ძლიერი ადამიანი და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე საჩხერეში დაიბადა და გაიზარდა.
გთავაზობთ მცირე ამონარიდს ლაშას ინტერვიუდან, რომელიც მან წლების წინ გაზეთ „თბილისელებთან“ ჩაწერა.
ჟურნალისტი: გიყურებ და ვფიქრობ: მსოფლიოში უძლეველი ადამიანის ტიტულის მქონე ადამიანს, ალბათ, არაფრის შიში არ აქვს. ასეა თუ ვცდები?
ტალახაძე: ასეც არ არის (იცინის). ბავშვობიდან სიმაღლის შიში მაქვს. მეოცე სართულზე მიწევდა ცხოვრება და იმდენად მეშინოდა, აივნიზე ვერ გავდიოდი (იცინის).