ბორჯღალოსნები იტალიის ზედიზედ მეორედ დამარცხებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ პირველ ტაიმში მოპოვებული 11-ქულიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და მასპინძლებმა უმძიმეს ბრძოლაში 20:17 გაიმარჯვეს.
მატჩის შემდეგ კომენტარი რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემაც გააკეთა.
"მადლობა ბიჭებს თავგანწირული ბრძოლისთვის. მათგან ვიხილეთ საოცარი შემართება და თავგანწირვა ურთულეს გუნდთან, რომელიც ბოლო ორი წელია საუკეთესო თამაშს აჩვენებს და ტიერ1-ის ისეთი გუნდები დაამარცხა, როგორებიც ავსტრალია, უელსი და შოტლანდია არიან, ფრანგებს კი ფრედ ეთამაშა. ასეთი სამწუხარო შედეგის მიუხედავად, იტალიასთან თამაშმა ქართული რაგბის წინსვლა აჩვენა. ნამდვილად საამაყოა, როდესაც ტიერ1-ის ქვეყნის გუნდს მისსავე მოედანზე ასეთ თანაბარ ბრძოლას უმართავ. ვერ მოვიგეთ, მაგრამ იტალიას თავაწეულები ვტოვებთ და ველოდებით შემდეგ თამაშს", - განაცხადა იოსებ ტყემალაძემ.