საქართველოს ნაკრების მორაგბე ბექა გორგაძე TOP 14-ის მე-4 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
გორგაძეს გამორჩეული მატჩი ჰქონდა სტად ფრანსესთან, რომელიც მისმა გუნდმა 30:16 მოიგო.
ქართველმა მესამეხაზელმა სასტარტო შემადგენლობაში "სტად ფრანსესის" წინააღმდეგ ითამაშა, გუნდმა 30:16 იმარჯვა, გორგოძემ კი ლელო დადო და 10 ბოჭვაც განახორციელა.
გორგაძე აღნიშნული თამაშის საუკეთესო მორაგბე გახდა, მოგვიანებით სიმბოლურ ნაკრებშიც ვიხილეთ და ტურის MVP-ს ტიტულიც დაიმსახურა.